Thumbnail

'ლიპარტელიანი მათ შორის უდიდესია' - ასე აფასებენ ქართველ ძიუდოისტს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • JudoInside-მა პიტერ პალჩიკთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • ისრაელის ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანზე ისაუბრა

ძიუდოს პოპულარულმა ვებგვერდმა JudoInside-მა ისრაელის ძიუდოისტთა ნაკრების წევრთან პიტერ პალჩიკთან ინტერვიუ ჩაწერა. მან კორონავირუსის გამო შეცვლილ ცხოვრების წესზე ისაუბრა, ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში კი ვარლამ ლიპარტელიანიც ახსენა.

JudoInside: ძიუდოს მსოფლიო ტურის დროს, ვინ არის შენი უმთავრესი მეტოქე?

პიტერ პალჩიკი: ასეთი რამდენიმე ძიუდოისტია, თუმცა მათ შორის უდიდესი ვარლამ ლიპარტელიანია. როცა ვიზრდებოდი, ის ჩემი გმირი და მისაბაძი ძიუდოისტი იყო. დღეს ის ჩემი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ასევე - კარგი მეგობარიც.

პალჩიკი და ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ტურში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. პიტერმა ერთხელ შეძლო გამარჯვება, 3-ჯერ კი მოგება ლიპარტელიანს დარჩა.

ქართველ და ებრაელ ძიუდოისტებს შორის ბოლო ორთაბრძოლა პარიზის გრანდ სლემის ფინალში შედგა, სადაც პალჩიკმა დამატებით დროში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები