Thumbnail
  • 1990 წლის 30 მარტიდან საქართველო საბჭოთა კავშირის ფეხბურთს გამოეყო
  • იბერია თბილისი 0:1 კოლხეთი-1913 ფოთი

ზუსტად 30 წლის წინათ, დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. გახსნის მატჩში, თბილისის დინამო, რომელიც მაშინ იბერიას სახელით ასპარეზობდა, ფოთის კოლხეთს შეხვდა ეროვნულ სტადიონზე და, მოულოდნელად, 0:1 დამარცხდა. 

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

ეროვნული ჩემპიონატი 30 წლისაა

📸 | GFF

საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირის დროს 1927 წლიდან ტარდებოდა, თუმცა ეროვნული მოძრაობის გაძლიერებისა და 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა. ამ დროს ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი იყო. 

1990 წლის მარტში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, სტარტი მიეცა ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც 12 ნოემბერს დასრულდა. ჩემპიონი იბერია გახდა 78 ქულით, მეორე ადგილზე ლანჩხუთის გურია გავიდა 72 ქულით, მესამეზე - რუსთავის გორდა (69 ქულა). 23-23 გოლით ბომბარდირები გია გურული (იბერია) და მამუკა ფანცულაია (გორდა) გახდნენ. 

სულ 31 ჩემპიონატი ჩატარდა, ახლანდელი ეროვნული ლიგის გათამაშება რიგით 32-ეა, რომელიც მეორე ტურის შემდეგ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, შეწყდა.

ყველაზე მეტჯერ, 17-ჯერ ჩემპიონი დინამო თბილისი გახდა, 4-ჯერ ტიტული ქუთაისის ტორპედომ მოიგო, 2-2-ჯერ ვიტ ჯორჯიამ, რუსთავის მეტალურგმა და ზესტაფონმა, თითოჯერ - სიონმა, დილამ, სამტრედიამ და საბურთალომ.

რაც შეეხება პირველ თამაშს, რომელიც გადაჭედილ სტადიონზე გაიმართა გელა კეტაშვილის ავტოგოლით კოლხეთმა მოიგო, რომელსაც ჯონი ჯანელიძე წვრთნიდა. 

თბილისის იბერია 0:1 ფოთის კოლხეთი-1913

გოლი: გელა კეტაშვილი (საკუთარ კარში)

იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

კოლხეთი: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე

მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

კომენტარები

ბოლო ამბები