Thumbnail

'გადაწყვეტილება მიღებულია' - წლევანდელი უიმბლდონი აღარ ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გადაწყვეტილება უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების გაუქმების შესახებ უკვე მიღებულია და ის, ოფიციალურად ოთხშაბათს, 1 აპრილს გამოცხადდება. ამ ინფორმაციას გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დირკ ჰორდორფი ავრცელებს.

“ATP-სა და WTA-ს ხელმძღვანელებთან აქტიური კონტაქტი მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ეჭვარეშეა, რომ ორ დღეში უიმბლდონის გაუქმებაზე განცხადება გაკეთდება.

არსებულ ვითარებაში ეს აუცილებელიც იყო. წარმოუდგენელია, ახლა რაიმე ტურნირი ჩატარდეს, სადაც ათასობით ადამიანის სტუმრობაა მოსალოდნელი”, - განუცხადა ჰორდორფმა Reuters-ს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი უიმბლდონი 29 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში იყო დაგეგმილი, თუმცა, მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა ტურნირის ორგანიზატორთა გეგმებში ცვლილებები შეიტანა.

არსებული გადაწყვეტილებით, საჩოგბურთო შეჯიბრებები 7 ივნისამდეა გაუქმებული, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ნორმალური სპორტული ცხოვრება ვერც აღნიშნულ დროს მოხდება.

ეს, პირველი შემთხვევა იქნება 1945 წლის შემდეგ, როდესაც ტურნირი არ გაიმართება.

შემთხვევითი არაა, რომ All England Lawn Tennis Club-მა უკვე შეაჩერა უიმბლდონისთვის მომსახურე პერსონალის მომზადება. სხვა საქმეა, რომ ორგანიზაციას ფინანსური დანაკარგები არ ემუქრება, რადგანაც უიმბლდონი პანდემიაზე დაზღვეული გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები