Thumbnail

ფეხბურთშიც NBA-ს ტიპის ტრანსფერები იქნება - ექსპერტების პროგნოზი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სატრანსფერო ფანჯარას ვირუსით გამოწვეული კრიზისი ცვლის
  • საფეხბურთო კლუბები დიდ თანხებს ვეღარ გადაიხდიან
  • პოპულარული გახდება მოთამაშეების გაცვლა, ე.წ. ტრეიდები

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი საფუძვლიანად შეცვლის სატრანსფერო ბაზარს. ეს უკვე ფაქტია. კლუბები ათეულობით მილიონ დოლარს კარგავენ და ეს ზარალი ყოვედღიურად იზრდება. იძულებითი პაუზის გამო, კლუბები ვერ იღებენ სატელევიზიო შემოსავლებს, ბონუსებს ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობისთვის, ბილეთების გაყიდვით შემოსულ თანხებს და ა.შ.

ამ სიტუაციაში მომავალი რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა კლუბებისთვის რთული უნდა იყოს. მაგალითად, ამ ზაფხულს ვერცერთი კლუბი შეძლებს იმ ტიპის ტრანსფერის შესრულებას, როგორიც ნეიმარის პარი სენ ჟერმენში ან კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლა იყო. თავის მხრივ, არც დიდ კლუბებს მოუნდებათ დაწეული ფასების ფონზე ბევრად უფრო იაფად გაყიდონ ის მოთამაშეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაცილებით ძვირად იყიდეს. ეს წამგებიანი სვლა და პირდაპირი ზარალი იქნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთში ამერიკული მოდელი გახდება პოპულარული ანუ როდესაც კლუბები ერთმანეთში მოთამაეებს უბრალოდ ცვლიან. ამ მოდელით მათ არც დიდი თანხების გადახდა მოუწევთ და არასასურველი მოთამაშეების საბაზრო ფასზე ნაკლებ თანხაში გასხვისებასაც თავს აარიდებენ. შესაძლებელი იქნება ამ ტიპის გაცვლა-ტრეიდები ორზე მეტ კლუბსაც შორის. ეს მოდელი NBA-ში წარმატებით მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები