Thumbnail

‘ხელს ვერაფერი შემიშლის’ – 7 სტენი ვავრინკას დაბადების დღეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სტენ ვავრინკამ, რომელსაც გუშინ 35 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე თავისებურად აღნიშნა.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ადამიანები თვითიზოლაციაზე არიან გადასულნი, გამონაკლისი კი არც ვავრინკაა, რომელმაც აღნიშნულის გათვალისწინებით სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.

“ვერაფერი შემიშლის ხელს დაბადების დღის აღნიშვნაში”, - ვკითხულობთ ვიდეოს მინაწერში, სადაც სადღესასწაულო მაგიდას 6 სტენია მიმსხდარი და მიმტანის როლსაც ის ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ვავრინკა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს და ყოველმხრივ მიანიშნებს, რომ მისთვის კარანტინში ყოფნა აუტანელი ხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები