Thumbnail

როგორც ირკვევა, ოლიმპიადის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წლის ივლისში უნდა ჩატარდეს. იაპონური ტელევიზიის, NHK-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზატორებმა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ზაფხულის თამაშები გაისად, 23 ივლისს უნდა გაიხსნას.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს მერმა იურიკო კოიკემ პარასკევს გააჟღერა იდეა, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიადა უფრო ადრე უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ს სტარტი წესით წელს, 24 ივლისს უნდა აეღო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო - ისევე, როგორც 25 აგვისტოს დაგეგმილი პარალიმპური თამაშები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იოშირო მორიმ შაბათს იაპონურ ტელევიზიას განუცხადა, რომ უახლოეს ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღად, დიდი ალბათობით, 2021 წლის 23 ივლისი დასახელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები