Thumbnail

გაბრიელ რამოსი გახსოვთ? ახლა ბელარუსშია და სუპერგოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის გუნდი ბელარუსში ლიდერთა შორისაა
  • გაბრიელ რამოსმა პირველ ტურში შახტიორ სოლიგორსკის ლამაზი გოლი გაუტანა

ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ რამოსი, რომელიც 2019 წელს დინამო ბათუმის ღირსებას იცავდა, ახლა ბელარუსში თამაშობს და ტორპედოსთან ერთად ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

რამოსმა, რომელმაც ბათუმურ კლუბში 35 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ბელარუსის ჩემპიონატის პირველ ტურში ლამაზი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის შახტიორ სოლიგორსკისთან მოაგებინა.

გაბრიელ რამოსის ბრწყინვალე გოლი შახტიორ სოლიგორსკის კარში

გაბრიელ რამოსის ბრწყინვალე გოლი შახტიორ სოლიგორსკის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 28 მარტი, 2020

შეგახსენებთ, დინამო ბათუმმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს ხელშეკრულება, სადაც ერთი საინტერესო პუნქტია ჩადებული: 2020 წლის 1 ივლისამდე რამოსს არ აქვს უფლება, სხვა ქართულ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი და ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მას ჯარიმის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები