Thumbnail

სადებიუტო გოლი ბელარუსში - დიასამიძემ გოროდეიას გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გოროდეია 0:2 შახტიორ სოლიგორსკი
  • გეგა დიასამიძის პირველი გოლი ბელარუსში

გეგა დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის შახტიორ სოლიგორსკი გოროდეიას ესტუმრა და მეტოქეს 0:2 მოუგო. დიასამიძემ ბელარუსის ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. სტუმრებმა 33-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს. გეგამ ანგარიში 56-ე წუთზე გახსნა. შახტიორმა მეორე გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და პირველი სამი ქულა მოიპოვა, რომლითაც მე-6 ადგილამდე აღზევდა.

დიასამიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო შინდაგორიძე სათადარიგო სკამზეც არ იყო. ქართველების გუნდის მომდევნო მეტოქე ნემანი იქნება.

გეგა დიასამიძის გოლი გოროდეიას კარში ქართველმა ბელარუსში სადებიუტო გოლი გაიტანა 🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 28 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები