Thumbnail

Sports.ru-ს ორგანიზებით, რუსეთის პრემიერ-ლიგამ კიბერსივრცეში გადაინაცვლა - 23-ე ტურის მატჩი ურალმა და რუბინმა PES-ში ითამაშეს. 

ურალის მხრიდან ფორვარდი ევგენი ტატარინოვი თამაშობდა, რუბინიდან - ხვიჩა კვარაცხელია. თამაში რუბინმა 1:0 მოიგო, გოლი კი 77-ე წუთზე იგნატიევმა "გაიტანა", საგოლე კომბინაციაში კი თავად ხვიჩამ და ზურიკო დავითაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ხვიჩა კვარაცხელია: "ადრე PES-ს არ ვთამაშობდი. სპეციალურად ამ ტურნირისთვის შევიძინე თამაში და ვარჯიში დავიწყე. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, მეტოქის თამაშის სტილი, ამიტომ საკუთარი თავი და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ დავაყენე. მეტოქეს დავეთანხმები, კარგი თამაში გამოგვივიდა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ტურნირი". 

შეგახსენებთ, რომ სპორტული ასპარეზობები კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, შეჩერებულია. ოფიციალურად რუსეთში 1,3 ათასი დაინფიცირებულია, რომელთაგანაც 4 გარდაიცვალა.  

კომენტარები

ბოლო ამბები