Thumbnail

'იყავით პოზიტიურები' - გიორგი ბეჟანიშვილი ფანებს მიმართავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NCAA-ს კლუბ ილინოისის ფორვარდმა გიორგი ბეჟანიშვილმა კორონავირუსზე და მასთან ბრძოლაზე ილაპარაკა. ბეჟანიშვილის გუნდს  NCAA-ს ჩემპიონშიპი ელოდა, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ამერიკაში საკოლეჯო სპორტის სეზონი მთლიანად ჩაშალა. 

გიორგი ვერ ახერხებს შინ ავსტრიაში გამგზავრებას (ის ავსტრიის მოქალაქეა), ამიტომ ლამის ერთადერთია გუნდიდან, რომელიც ჯერ კიდევ ჩემპეინის კამპუსის ტერიტორიაზე იმყოფება.

გიორგი ბეჟანიშვილი 2019/20 წლების სეზონში: 
6.8 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.6 პასი 

გიორგი ბეჟანიშვილი: "სალამი ხალხო, მე გიორგი ვარ ილინოისის გუნდიდან. როგორ ხართ, კორონავირუსის გამო, ირგვლივ ნამდვილი სიგიჟეა. ვარჯიშებს შინ ვაგრძელებ, ვაკონტროლებ, რისი გაკონტროლებაც შემიძლია.

რაც უნდა იყოს, დარჩით პოზიტიურები. არ იყოთ ნეგატიურები, რადგან არსებობს რაღაცები, რისი შეცვლაც ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია. სხვადასხვა რამით გაირთეთ თავები, გამოიყენეთ სოციალური მედია, ნახეთ ფილმები.

სიმართლე ითქვას, ახლა მთავარი სწორედ სახლში ჯდომა და დასვენებაა, არ არის საჭირო ტყუილად ქუჩაში გასვლა. დარჩით შინ, იყავით პოზიტიურები და იფიქრეთ საკუთარ თავებზე, ოჯახზე. ახლა მხოლოდ ეს შეგვიძლია, გავატაროთ ეს დღეები ასე და ვიყოთ დაცულები და ჯანმრთელები". 

კომენტარები

ბოლო ამბები