Thumbnail

კარგი ამბავი იუტადან: ჯაზმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ორივე კალათბურთელი, დონოვან მიტჩელი და რუდი გობერი გამოჯანმრთელდნენ. ამასთან, NBA-ს გუნდის ყველა სხვა მოთამაშე და მთელი პერსონალი ჯანმრთელია.

გობერისა და მიტჩელი გარდა, NBA-ში კორონავირუსი კრისტიან ვუდს (დეტროიტი), მარკუს სმარტს (ბოსტონი) და კევინ დურანტს (ბრუკლინი) დაუდასტურდა. ვუდი უკვე გამოჯანმრთელებულია. ყველაფერი გობერის ავადმყოფობით დაიწყო, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებაზე ხუმრობის გამო ყველა აკრიტიკებდა. დიაგნოზის შემდეგ გობერმა ბოდიში მოიხადა და საქველმოქმედო ფონდში 500 000 დოლარი გადარიცხა.

დღევანდელი ინფორმაციით, აშშ-ში  კორონავირუსის ყველაზე მეტი, 96 968 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 477 და გამოჯანმრთელდა 2 453 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 26 448 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 130 670.

კომენტარები

ბოლო ამბები