Thumbnail

'მისი ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა' - ჯანლუიჯი დონარუმას აღიარება

  • მილანის 21 წლის მეკარე კლუბს ერთგულებაში გამოუტყდა
  • ჯიჯომ მისთვის ყველაზე საშიში თავდამსხმელი დაასახელა

მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ჟურნალისტებს ესაუბრა იმაზე, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი გუნდში და რომელი თავდამსხმელისგან მოელის საფრთხეს ყველაზე მეტად.

ჯანლუიჯი დონარუმას მომავალს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ 

"როსონერის" ფერები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან აქ გავიზარდე. ყოველთვის ვიყავი მილანის ფანი. ჩემი უპირველესი მიზანი იგივეა, რაც კლუბის - რომელიც სეზონის დაწყების წინ დავისახეთ. პირადი მიზანი კი მაქსიმუმის გაკეთება და, რაც შეიძლება ნაკლები გოლის გაშვებაა. 

არაერთი დიდი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ყველაზე მეტად ყოველთვის რონალდოსი მეშინოდა", - აქვეყნებს მეკარის სიტყვებს იტალიური მედია.

კრიშტინო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მილანის წინააღმდეგ სერია A-ში, იტალიის თასა და სუპერთასზე, ჯამში 4 მატჩში ითამაშა, აქედან 3-ში ჯანლუიჯი დონარუმას გოლი გაუტანა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჯიჯოს ბოლოს იტალიის თასზე გაუტანა

ჯანლუიჯი მილანის აღზრდილია. მეკარეს მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 21 წლის დონარუმამ როსონერის მთავარ გუნდში გამოსვლა 2015 წლიდან დაიწყო, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირის 33 მატჩში 26 გოლი გაუშვა. ამასთან, მის ანგარიშზე 10 "მშრალი" შეხვედრაა.

კომენტარები

ბოლო ამბები