Thumbnail
  • ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპას ტიტული მე-12-ედ მოიგეს
  • საქართველოს ნაკრების სტატისტიკური მონაცემები შეწყვეტილ გათამაშებაში

რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კორონავირუსის გამო, ტურნირები და ყველა ის მატჩი, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპას ტიტული ერთი ტურით ადრე უკვე მოგებული ჰქონდა და ბოლოს ტურის მატჩისთვის ემზადებოდა, სადაც რუსეთთან უნდა ეთამაშა. ''ბორჯღალოსნებმა'' ტურნირზე ოთხი მატჩი ჩაატარეს და ოთხივე შეხვედრა მოიგეს.

პოპსპორტი გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას რაგბი ევროპას 2020 წლის გათამაშებიდან.

🏉 ლევან მაისაშვილმა მთავარი მწვრთნელის რანგში რაგბი ევროპის გათამაშება პირველად მოიგო.

🏉 ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის გათამაშებაში 28 ლელო გაიტანეს

🏉 საქართველოს ნაკრებმა 14 გარდასახვა გაიტანა

🏉 ბორჯღალოსანთა ანგარიშზე 3 გატანილი ჯარიმაა

🏉 საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპაზე არცერთი არეკნი არ შეუსრულებია

🏉 აკა ტაბუცაძემ ესპანეთის ნაკრებთან დებიუტი ლელოთი აღნიშნა

🏉 ტაბუცაძე ბელგიასთან რეკორდსმენი გახდა. მან ერთ მატჩში 4 ლელო დადო, რაც ''ბორჯღალოსანთა'' ისტორიაში რეკორდია.

🏉 დემე თაფლაძემ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ''ბორჯღალოსანთა'' კვართით პირველი ლელო დადო.

🏉 საქართველომ რუმინეთს 6 ლელო გაუტანა, ესპანეთს - 3, ბელგიას - 12, ხოლო პორტუგალიას - 7.

🏉 დავით კაჭარავამ საქართველოს ნაკრებში 120-ე კეპი მოიხვეჭა. მან 120-ე მატჩი რუმინეთთან ჩაატარა და დუბლი შეასრულა.

🏉 ლაშა მალაღურაძეს რუსეთთან მე-100 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა კორონავირუსის გამო, მალაღურაძის ცენტურიონობა გადაიდო.

🏉 შალვა სუთიაშვილი რუსეთთან მატჩში კარიერას ასრულდება, თუმცა მატჩის გადადების გამო, სუთიაშვილი ნაკრებს შეხვედრის გარეშე დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები