Thumbnail
  • პიზაში პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი ჩატარდა.
  • ტურნირში სამმა ქართველმა პარამოფარიკავემ მიიღო მონაწილეობა.

იტალიაში, ქალაქ პიზაში პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში ქართველმა სპორტსმენებმა: ნინა თიბილაშვილმა, ირმა ხეცურიანმა და გვანცა ზადიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. 

პარაფარიკაობაში ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენები მონაწილეობენ და სწორედ ამ ტურნირზე აგროვებენ პარამოფარიკავეები პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის საჭირო ქულებს.

პიზაში გამართული მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის შესახებ, შთაბეჭდილებები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 23-წლამდელთა შორის პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონმა, ნინა თიბილაშვილმა გაგვიზიარა... 

POPSPORT: პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა. უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ?

თიბილაშვილი: პიზაში პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც სამმა ქართველმა სპორტსმენმა მივიღეთ მონაწილეობა. წელიწადში მსოფლიო თასის 6-7 ეტაპი იმართება და თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ტურნირზე ხდება პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების დაგროვება. მოფარიკავეებს ორი იარაღით გვიწევს ასპარეზობა: ხმლით და რაპირით. 

POPSPORT: როგორ ჩაიარა იტალიის მსოფლიო თასის ეტაპმა ქართველი სპორტსმენებისთვის?

თიბილაშვილი: ირმა ხეცურიანს უამრავი

ნინა თიბილაშვილი ორთაბრძოლის წინ

წარმატება აქვს სხვადასხვა შეჯიბრებებზე. გვანცა ზადიშვილი ახალი სახეა, სულ 8 თვეა, რაც ფარიკაობს და მისთვის ეს მეორე შეჯიბრი იყო კარიერაში. იტალიის ეტაპზე ორი თამაში მოიგო და ეს უკვე დიდი წარმატებაა. ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა როგორც ხმლით, ისე რაპირით. ჩემი ფარიკაობის ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი ვერ მივიღე ისეთი, როგორიც მინდოდა. მეოთხედფინალში დავმარცხდი და საუკეთესო ოთხეულს მიღმა დავრჩი. ასე რომ, ჩვენი გუნდის აქტივში ირმა ხეცურიანის ორი ბრინჯაოა.

POPSPORT: ეს ინდივიდუალურ ჩათვლაში და როგორი იყო გუნდური შეჯიბრი საქართველოს ნაკრებისთვის?

თიბილაშვილი: ეს ჩვენი პირველი გუნდური შეჯიბრი იყო და შესაბამისად, უპირველესად დიდი გამოცდილება მივიღეთ. მეოთხედფინალურ ეტაპზე უკრაინასთან 38:45 დავმარცხდით, საბოლოო ჯამში კი ტურნირი მე-5/მე-6 ადგილზე დავასრულეთ, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. თუ მსოფლიო თასის სხვა ეტაპებზეც საუკეთესო ექვსეულში მოვხვდებით, პარაოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ჩემპიონატში მივიღებთ მონაწილეობას.

POPSPORT: როგორია უახლოესი გეგმები?

თიბილაშვილი: წინ მსოფლიო თასის მესამე ეტაპია, რომელიც კანადაში გაიმართება. ყოველი გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მეტ ქულას მოვაგროვებთ, უფრო მეტია შანსი, რომ ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოვიპოვოთ. მე და ირმა ხეცურიანი მიზნად პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას ვისახავთ, თუმცა გვანცა ზადიშვილმა იმდენად კარგად დაიწყო, რომ არ არის გამორიცხული მანაც დაისახოს ეს მიზანი.

კომენტარები

ბოლო ამბები