Thumbnail

UFC | პოლიციამ ჩემპიონი ჯონ ჯონსი დააკავა

  • UFC-ის ვარსკვლავი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა
  • მას ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და იარაღის ტარებას ედავებიან

TMZ Sports-ის ინფორმაციით, UFC-ის სუპერვარსკვლავი ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააკავა, მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და იარაღის ტარებაა.

პოლიცია ამტკიცებს, რომ ისინი ალბუკერკში შუაღამით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ. როცა ისინი ინციდენტის ადგილზე მივიდნენ, ჯონსი თავის Jeep-ში იჯდა, მოტორი დაქოქილი იყო, თუმცა ავტომობილი გაჩერებული.

ჯონსი უარყოფს, თითქოს, იარაღიდან გაისროლა, თუმცა პოლიციას მოეჩვენა, რომ მებრძოლს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, მას ტესტი ჩაუტარეს. ტესტმა დარღვევა ორჯერ აჩვენა. 

მანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ იარაღი და სანახევროდ სავსე ტეკილა აღმოაჩინა. ამიტომაც, ჯონსი დააკავეს. 

ჯონ ჯონსი უკვე თავისუფალია, ის 9 აპრილს არის დაბარებული სასამართლოში. ჯონსს გაუმართლდა, რომ წინა საქმეზე (სტრიპტიზ კლუბში მომხდარი ინციდენტი) მას პრობაციის ვადა გაუვიდა. ჯონსი 2012 წელსაც დაუკავებიათ ნასვამი ავტომანქანის ტარებისთვის. 

ჯონ ჯონსი MMA-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევა. ის ახლა UFC-ში კი ჩემპიონია ქვემძიმე წონით კატეგორიაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები