Thumbnail
  • გიორგი ქინქლაძის კარიერა შეიძლებოდა შეფილდში გაგრძელებულიყო
  • კლუბი, რომელმაც მარადონას უარი უთხრა

Examiner-მა ინგლისური კლუბის, შეფილდ იუნაიტედის ისტორიიდან რამდენიმე დეტალი გაიხსენა. ერთ-ერთი კი გიორგი ქინქლაძეს უკავშირდება.

შეფილდ იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, გუნდს 43 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და ევროთასებისთვის იბრძვის. იორკშირულ კლუბს 131-წლიანი ისტორია აქვს. შეფილდი ერთხელ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4-ჯერ კი ასოციაციის თასის მფლობელი. 

📋 მეტი ამ თემაზე:

სტატია ეხება იმას, თუ როგორ შეიცვლებოდა კლუბის ისტორიას, სამი ვარსკვლავი - დიდიე დროგბამ პოლ გასკოინი და გიორგი ქინქლაძე, რომ გადასულიყვნენ იუნაიტედში. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - დროგბაც, გაზაც და ქინქიც შეფილდში გადასვლასთან ახლოს იყვნენ.

ერთხელ შეფილდ იუნაიტედში კარიერის გაგრძელების შანსი დიეგო მარადონასაც ჰქონდა, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა არ აეყვანა არგენტინელი. მარადონას ამბავი შედარებით გახმაურებულია. ეს სამი ისტორია კი - ნაკლებად. 

ნილ უორნოკს დიდიე დროგბა სულ რაღაც 100 000 ფუნტად შესთავაზეს, ედრიენ ჰიტს ძალიან სურდა გიორგი ქინქლაძის დამატება, ასევე კლუბი ახლოს იყო პოლ გასკოინის დამატებასთანაც.

პოლ გასკოინი

90-იან წლების შუაში შეფილდ იუნაიტედს გაზას დამატება სურდა, რომელიც მაშინ რეინჯერსში თამაშობდა. იუნატედს ჰოვარდ კენდალი წვრთნიდა, მას სურდა ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი სამშობლოში დაებრუნებინა, მაგრამ წარმატებული ევრო 1996-ის შემდეგ შოტლანდიელები ვერ შეელიენ გასკოინს, რომელიც მალე მიდლსბროში აღმოჩნდა.

გიორგი ქინქლაძე

ქართველი გენიოსმა (Examiner) პრემიერლიგაში სიტის რიგებში მაშინვე გაიბრწყინა. საოცარი ცაციის პატრონი ქართველი "მეინ როუდზე" აღარ სურდათ, 1999 წელს შეფილდს ჰიტი წვრთნიდა, რომლის იდეაც იყო იუნაიტედში ქართველის მიყვანა. 

დიდიე დროგბა

აფრიკელი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ლე მანში თამაშობდა და უორნოკს მისი შეძენის შანსი მიეცა. მის სანაცვლოდ სულ რაღაც 100 ათას ფუნტს ითხოვდნენ. მაგრამ, უორნოკი იხსენებს, რომ კლუბს იმ მომენტში ამის საშუალებაც არ აღმოჩნდა. 

შეფილდ იუნაიტედში გადასვლა ასევე შეეძლოთ რიკი ვილიას, კრის უოდლსა და დევიდ ჰოპკინს. 

კომენტარები

ბოლო ამბები