Thumbnail

'სეზონის ჩაშლა ჩემი პირადი მარცხი იქნება' - იტალიაში აგვისტოზეც ფიქრობენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სერია A-ს სეზონის ჩაშლას მის პირად მარცხად განიხილავს, დანებებას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ სეზონის დარჩენილი მატჩები ჩატარდეს. 

“ვაკვირდებით მოვლენებს და არ ვკარგავთ იმედს. სეზონის ჩაშლა ჩემი პირადი მარცხი იქნება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ დავუშვა. ასეთი პრეცედენტი ჩემპიონატს პრესტიჟს დაუკარგავს. თუ ვითარება სწრაფად შეიცვალა უკეთესობისკენ, ჩვენ ვითამაშებთ მაისში და ივნისში. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ მოგვეცა, შესაძლოა სეზონის დარჩენილი მატჩები ივლისში და აგვისტოში ჩავატაროთ. ეს ორი თვე ჩვენთვის დამატებითი შანსია”. - განაცხადა გაბრიელე გრავინამ.

იტალიაში კორონავირუსის 74 386 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 7 503 და გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული - გარდაიცვალა 22 180 და გამოჯანმრთელდა 119 732 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები