Thumbnail

სანტიაგო ბერნაბეუ საწყობად გადაკეთდება – რეალის ოფიციალური განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მადრიდის რეალის გადაწყვეტილებით, კლუბის სტადიონი "სანტიაგო ბერნაბეუ" კორონავირუსთან ბრძოლისთვის იქნება გამოყენებული.

ესპანურმა გრანდმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სტადიონზე სხვადასხვა საგნები იქნება დასაწყობებული და შემდგომში სამედიცინო ორგანიზაციებში გადანაწილდება.

რეალმა სხვა სპორტულ ორგანიზაციებსაც მოუწოდა, რომ მათ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და უკვე 56 188 ადამიანს უწია, 4 089 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები