Thumbnail

75 წელია, უიმბლდონის ღია პირველობა არე გაუქმებულა და ეს შესაძლოა წელს მოხდეს. ეს იქნება უიმბლდონის გაუქმების პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. სეზონის უმთავრესი საჩოგბურთო მოვლენა, დიდი ალბათობით, დაგეგმილ დროს არ ჩატარდება.

All England Lawn Tennis Club-ის (AELTC) ინფორმაციით, უიმბლდონის ღია პირველობა დიდი ალბათობით გაუქმდება. “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ტურნირის ბედი დეტალური შეფასების შემდეგ გადაწყდება. განიხილება როგორც გადადება, ისე გაუქმებაც,” - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. უიმბლდონის ორგანიზატორები ტურნირის უმაყურებლოდ ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავენ. საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

შესაძლოა, უიმბლდონი 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდეს (როგორც იცით, ოლიმპიადა გადადებულია), რაც ბალახის მდგომარეობის მხრივ პრობლემა არ იქნება. როგორც იცით, მსოფლიოს უძველესი საჩოგბურთო ტურნირის სტარტი 29 ივნისს იყო დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები