Thumbnail

ბარსელონა 8 ფეხბურთელს ყიდის - გრიზმანი სიაში პირველია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანური პრესა წერს, რომ ბარსელონაში დიდ ცვლილებებს ელიან
  • ესპანური კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს 

ესპანური პრესა იმ ფეხბურთელთა სია აქვეყნებს, რომლებსაც ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდის. ეს მოთამაშეები კლუბის მომავალი წლის გეგმებში არ შედიან. გარდა ამისა, კატალონიელებს ფინანსური პრობლემებიც აქვთ და სურთ, რომ გუნდის წლიურმა ხელფასების რაოდენობამ დაიკლოს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბარსელონამ კი ფეხბურთელებს ხელფასების დაკლება შესთავაზა. კლუბს, შესაძლოა, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნას.

ბარსელონას გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში არიან: ანტუან გრიზმანი (120 მილიონი), ივან რაკიტიჩი (25 მილიონი), არტურო ვიდალი (14 მილიონი), სამუელ უმტიტი (40 მილიონი), ნეტო მურარა (18 მილიონი), მარტინ ბრაიტვეიტი (12 მილიონი), ფილიპე კოუტინიო (70 მილიონი) და კარლეს ალენია (20 მილიონი).

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალიც, რომელთა გადაბირებასაც კატალონიელები ეცდებიან. პირველ რიგში, ეს, ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარია, შემდეგ კი, ვილიარეალის მცველი პაუ ტორესი და მანჩესტერ სიტის უკანახაზელი ემერიკ ლაპორტი.

კომენტარები

ბოლო ამბები