Thumbnail

რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კორონავირუსის გამო, ტურნირები და ყველა ის მატჩი, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თავდაპირველი განცხადების თანახმად, რაგბი ევროპამ ტურნირები 15 აპრილამდე გადადო, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ვადა საკმარისი არ არის, ტურნირების უსაფრთხოდ ჩასატარებლად.

რაგბი ევროპა ქვეყნების მთავრობებთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს აგრძელებს. ისინი ყველა მითითებას გაითვალისწინებენ.

რაგბი ევროპას პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა:

''ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ტურნირები და მატჩები გაურკვეველი ვადით გადავდეთ. მინდორს იქამდე არ დავუბრუნდებით, სანამ ყველაფერი უსაფრთხოდ არ იქნება".

რაგბი ევროპა 48 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია წელიწადში 80-ზე მეტ მატჩს ატარებს და 20-მდე ტურნირს მართავს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველოსა და რუსეთის მატჩი არ შედგა. ''ბორჯღალოსნებმა'' რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშება ერთი ტურით ადრე მოიგეს და ტიტულს მე-12-ედ დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები