Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივმა ყველა დროის სიმბოლური დაასახელა
  • ერთი პირობის გამო, მასში მხოლოდ ერთი ქართველია

მოსკოვის ლოკომოტივმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კლუბის სიმბოლური ნაკრები ერთი პირობით - გუნდში ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ყოფნა შეიძლება. 

ზაზა ჯანაშიამ ლოკომოტივში 52 გოლი გაიტანა

სიმბოლური ნაკრები 5-3-2 ტაქტიკური სქემით არის შედგენლი და მასში საქართველოდან ზაზა ჯანაშია მოხვდა. ბუნებრივია, რომ არა ეს შეზღუდვა ნაკრებში მოხვედრის კარგი შანსი ექნებოდა მალხაზ ასათიანსაც ექნებოდა. 

ზაზა ჯანაშიამ ლოკომოტივის მაისურით 194 მატჩში 52 გოლი გაიტანა. გოლების რაოდენობით ზაზა ლეგიონერებში ბომბარდირია, ხოლო თამაშებით მას მხოლოდ სერგეი გურენკო და ვედრან ჩორლუკა უსწრებენ. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოსკოვის ლოკომოტივში საბა კვერკველია თამაშობს. ლოკომოტივში ასი და მეტი თამაში აქვთ ნათამაშები: ზაზა ჯანაშიასა და მალხაზ ასათიანს. გუნდში ასევე უთამაშიათ: მიხეილ აშვეთიას, გიორგი დემეტრაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას, დავით მუჯირსა და გიორგი ჭელიძეს. 

📺 ზაზა ჯანაშია ლოკომოტივში

ლოკომოტივის ყველა დროის სიმბოლური. 1 ფეხბურთელი ქვეყნიდან

ლოკომოტივი: გილერმე (ბრაზილია) - გურენკო (ბელარუსი), ივანოვიჩი (სერბეთი), ჩორლუკა (ხორვატია), დიურიცა (სლოვაკეთი), ლეკჰეტო (სამხრეთ აფრიკა) - მამინოვი (უზბეკეთი), კრიხოვიაკი (პოლონეთი), ლოსკოვი (რუსეთი) - ფარფანი (პერუ), ჯანაშია (საქართველო).

კომენტარები

ბოლო ამბები