Thumbnail

კორონავირუსი | საჭადრაკო ოლიმპიადაც გადაიდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო ტურნირი დააზარალა - საჭადრაკო ოლიმპიადა წლეულს აღარ გაიმართება.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE) განცხადებას ავრცელებს: " FIDE ძლიერ შეშფოთებულია მსოფლიო პანდემიის გამო. ორგანიზაცია ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას და 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა და FIDE-ს კონგრესი გადადებულია".

საჭადრაკო ოლიმპიადა ამ ზაფხულს მოსკოვში უნდა გამართულიყო, თუმცა 2021 წლისთვის გადაიდო. 

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 18 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები

ბოლო ამბები