Thumbnail

პირველი შემთხვევა ბერგამოს ატალანტაში - მეკარე ინფიცირებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ბერგამო ევროპაში ფაქტობრივად კორონავირუსის ეპიცენტრია და ბევრი ფიქრობდა, რომ პირველი ინფიცირებული ფეხბურთელი სწორედ ბერგამოს ატალანტად იქნებოდა, მაგრამ ჩრდილოიტალიურ კლუბში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ახლა დაფიქსირდა. ინფიცირებულია კლუბის მეკარე მარკო სპორტიელო.

27 წლის მეკარის ტესტის დადებითი პასუხი ატალანტაში ოფიციალურად დაადასტურეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სპორტიელოს სიმპტომები არ აღენიშნება. იგი სერია A-ს მე-16 ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში, ვალენსიასთან, სპორტიელო ატალანტას კარში იდგა, ზოგადად კი გუნდის მეორე მეკარეა - პიერლუიჯი გოლინის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ვალენსიაში კორონავირუსი ფეხბურთელების ერთ მესამედს დაუდასტურდა. ატალანტას ფეხბურთელები პარასკევამდე კარანტინში არიან.

იტალიაში კორონავირუსის სულ 69 176 შემთხვევაა დაფიქსირებული (ყველაზე მეტი ჩინეთის შემდეგ). გარდაიცვალა 6 820 და გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 400 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 18 910 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 109 153.

კომენტარები

ბოლო ამბები