Thumbnail

'არც ერთ გრანდში არ დაიკარგება' - ტაბიძე სეზონის ნაკრებში მოხვედრისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

როგორც ყველა საფეხბურთო ლიგა ევროპაში (ბელარუსის ჩემპიონატის გარდა), რუსეთის პრემიერ-ლიგაც კორონავირუსის გამო, გაჩერებულია. Sportbox-მა 4-4-2 სქემით ჩემპიონატის საუკეთესო 11-ეულის შედგენა გადაწყვტია. 

ამჯერად, გამოცემა ორ ცენტრალურ მცველს ირჩევს, მკითხველების მეშვეობით და ნომინანტთა შორის ჯიმი ტაბიძეცაა.

ჯიმი ტაბიძე უფას ერთ-ერთი ლიდერია

კანდიდატი სულ 9 ფეხბურთელია: დმიტრი ჩისტიაკოვი (როსტოვი), იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი), სამუელ ჟიგო (სპარტაკი), ჯიმი ტაბიძე (უფა), ფილიპ ურემოვიჩი (რუბინი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი), ნიკიტა ჩერნოვი (კრილია სოვეტოვი), უროშ რადაკოვიჩი (ორენბურგი) და ჰერდურ მაგნუსონი (ცსკა).

ჯიმი ტაბიძე. უფა 

18 თამაში პრემიერ-ლიგაში: 1 გოლი, 1 ასისტი

ართმევა: 2.9 მატჩში

ჩაჭრა: 2.2 მატჩში

მოგებული ორთაბრძლა: 2.4 მატჩში

პასის სიზუსტე: 76.7%

რას წერს Sportbox ტაბიძეზე

"დღეისათვის საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი უფას ყველაზე ძვირფასი აქტივია. გუნდმა ბოლო წლებში კარგი შემოსავალი მიიღო გაყიდვებით.

არ იქნება გასაკვირი, თუ ტაბიძე უკვე ამ ზაფხულს წავა გუნდიდან უკეთეს კლუბში და უფას რეკორდულ შემოსავალს მოუტანს. უფას ხელმძღვანელობამ უნდა იჩქაროს, რომ მას გაუხანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ორი წლის მერე სრულდება. თუ არადა, დიდი კლუბები უფას ქართველს იოლად აართმევენ.

ალბათ, მისი და ევსეევის დამსახურებაა, რომ უფას ზენიტის მერე საუკეთესო დაცვა ჰყავს - 19 გაშვებული ბურთი. ტაბიძე ყველა ძირითად მახასიათებლებში კარგ სტატისტიკას აჩვენებს, ის ხშირად იმსახურებს თამაშში მაღალ შეფასებებს. ტაბიძე რუსული პრემიერლიგის არც ერთ გრანდში არ დაიკარგებოდა".

მიმდინარე გამოკითხვაში ჯერჯეროით ჟიგო და რაკიცკი ლიდერობენ, მესამეზე ივანოვიჩია. ჯიმის ხმების 2.5% აქვს და ჯერ მე-7 ადგილზეა. ხმის მიცემა აქ არის შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები