Thumbnail

EA FIFA 20 | რეგილონმა ჩაკვეტაძეს მოუგო - გიორგიმ მეორე ტაიმში 4 გოლი გაუშვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო გვერდის, 433-ის მიერ ორგანიზებული EA FIFA 20-ში ვირტუალური ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ტურნირზე გიორგი ჩაკვეტაძე წარადგენდა, რომელიც პირველ მატჩში ესპანელ სერხიო რეგილონს შეხვდა და 3:4 დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძე პარი სენ-ჟერმენით თამაშობდა, ხოლო რეგილონმა ლივერპული აირჩია. გიორგი პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა, თუმცა ლივერპულს ქამბექები უყვარს და რეგილონმა 3:4 მოიგო.

სერხიომ გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაიტანა. გიორგი კი ტურნირს გამოეთიშა. არადა, რამდენიმე დღის წინ სერხიომ ლა ლიგის ფიფას ჩელენჯშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ბილბაოელ გორკა გურუსეტასთან დამარცხდა, რომელსაც თამაშის პირველივე წუთზე მოთამაშე გაუგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები