Thumbnail

თვითიზოლაცია რაგბიში - 6 ერი საქართველოსთან დისტანციას იცავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს სარაგბო ნაკრების 6 ერში ჩართვის თაობაზე დისკუსია დროდადრო იფეთქებს ხოლმე.

ბევრის აზრით, ბორჯღალოსნები დიდი ხანია იმსახურებენ შანსს, რათა ძალები ევროპული რაგბის უმთავრეს ტურნირში მოსინჯონ.

აღნიშნულს ევროპელ ქომაგებშიც ბევრი მხარდაჭერი ჰყავს, თემას კი, სოციალურ ქსელში უკვე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოეხმაურნენ.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ყველას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ.

სარაგბო სამყაროში აღნიშნულის მაგალითად 6 ერისა და საქართველოს ურთიერთობაა მოყვანილი.

ევროპელ ბობოლათა ტურნირი ახლოსაც არ უშვებს ქართველებს და ეს, თვითიზოლაციის ნათელი შემთხვევაა. ვფიქრობთ, ავტორის ირონია იოლი გასაგებია.

კომენტარები

ბოლო ამბები