Thumbnail
  • კონსტანტინე ჯანაშიამ თავისი ძაღლი ქუჩაში იპოვა
  • მამუკა გორგოძესა და მიხეილ ნარიაშვილს 2-2 ძაღლი ჰყავთ

შინაური ცხოველის მოვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ქართველი სპორტსმენები ამას კარგად აცნობიერებენ და თავიანთი ცხოველების მიმართ დიდ სიყვარულს იჩენენ. პოპსპორტი რამდენიმე სპორტსმენს დაუკავშირდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველ მორაგბეებს საფრანგეთში დავუკავშირდით. მამუკა გორგოძესა და მიხეილ ნარიაშვილს 2-2 ძაღლი ჰყავთ. ისინი კარგად აცნობიერებენ, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შინაური ცხოველის ყოლა და მისი მოვლა.

მამუკა გორგოძე (მორაგბე)

'კანე კორსო მყავს, სახელად 'ვიტო' და ჩიხუახუა, რომელსაც 'ნენე' ჰქვია. ვიტო 6 წლისაა, ნენე - 4 წლის. კანე კორსო ძალიან დინჯი და წყნარია. ჩიხუახუა კი ავია. როდესაც შეკრებიდან ჩამოვდივარ, ორივეს ძალიან უხარია და სულ უკან დამდევენ. პირველი ძაღლი კავკასიური ნაგაზი მყავდა, სახელად 'ლორდი'. მამამ ჩამომიყვანა უკრაინიდან.

'მსურს, რომ ადამიანები ძაღლების აყვანამდე კარგად დაფიქრდნენ, რადგანაც ეს დიდი პასუხისმგებლობაა' - მამუკა გორგოძე

ვიტოსაც და ნენესაც ბავშვები და ჩემი მეუღლე ძალიან უყვართ. კიდევ ერთს დავამატებ - მსურს, რომ ადამიანები ძაღლების აყვანამდე კარგად დაფიქრდნენ, რადგანაც ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი ოჯახის ახალ წევრს იძენენ. ''ძაღლი აგარაკზე მყავს და საჭმელს მეზობელი აჭმევს, ან კერძო სახლი მაქვს და გასეირნება რად უნდა''. - ეს ფრაზები როცა მესმის, ცუდად ვხდები. ძაღლის აყვანის დროს უნდა გაითვალისწინო, რომ ის შენი ოჯახის წევრია და შესაბამისად უნდა გაუფრთხილდე. სხვა შემთხვევაში, ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღო.'

მამუკა გორგოძე და ვიტო

მამუკა გორგოძე და ვიტო

მამუკა გორგოძე და ვიტო

მამუკა გორგოძე და ვიტო

მიხეილ ნარიაშვილი (მორაგბე)

ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ძაღლები. 2 ძაღლი მყავს. ისინი ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან: 'ლუი' ფრანგული ბულდოგია და 6 წლისაა. ჩემზე ცუდი და რთული ხასიათი აქვს (იცინის), მაგრამ ძალიან თბილი და მეგობრულია. თამაშის დიდი მოყვარული იყო, მაგრამ ასაკთან ერთად უფრო დასერიოზულდა. რაც შეეხება მეორე ძაღლს, 'ჯიჯი' კანე კორსოა. 2 წლისაა, ყველაზე თბილი, მშვიდი და გაწონასწორებულია. ძალიან ჭკვიანია. ორივე სანდრო მეგობრები და დამცველები არიან. სამწუხაროდ, სათამაშო განრიგიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მათი დატოვება. ამას 'ჯიჯი' განსაკუთებით რთულად ეგუება. სულ ჩემთან უნდა ყოფნა. ჩემს ბავშვობაში ძაღლი ყოველთვის გვყავდა, მაგრამ ამ ორისგან განსაკუთრებულ სითბოს, ერთგულებას და სიყვარულს ვგრძნობ.'

მიხეილ ნარიაშვილი და ჯიჯი

მიხეილ ნარიაშვილი და ჯიჯი

მიხეილ ნარიაშვილი და ჯიჯი

მიხეილ ნარიაშვილი და ჯიჯი

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე ხშირად მოგზაურობს. სამწუხაროდ, საყვარელ შინაურ ცხოველთან დიდ დროს ვერ ატარებს, თუმცა საქართველოში ყოფნის პერიოდში ცდილობს, რომ მას დიდი დრო დაუთმოს.

ეკატერინე გორგოძე (ჩოგბურთელი)

'ძაღლი მყავს, ამერიკული აკიტა წლისა და 3 თვისაა, სახელად 'არჩი'. განსაკუთრებული ჯიშის ძაღლია. თვითონ როდესაც მოესურვება, მაშინ მოგეფერება, გეთამაშება და ა.შ. გიჟდება ოჯახის ყველა წევრზე. ერთსაათიანი განშორების შემდეგაც ყველას ნახვა უხარია. მე ძირითადად სულ წასული ვარ ტურნირებზე და 'არჩის' ჩემი ძმა უვლის. როდესაც ჩემოდანს ვალაგებ, ეგრევე ხვდება, რომ მივიდივარ და საათების განმავლობაში ძალიან მოწყენილი წევს ჩემოდანთან.

სულ ჩემს ძმასთან არის, მაგრამ მე რომ ჩამოვდივარ, გვერდიდან არ მშორდება და ჩემთან ძინავს. კატებიც მყავდა და ძაღლებიც. ბოლოს ცუგა მყავდა, ცუდად გახდა და ისე ვინერვიულე, რომ რამდენიმე თვე სტრესში ვიყავი. ამის მერე არ მოგვყავდა შინაური ცხოველი, თან მე ვერც ვუვლი, დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემმა ძმამ ძალიან გვთხოვა და მას მოვუყვანეთ.'

ეკატერინე გორგოძე და არჩი

ეკატერინე გორგოძე და არჩი

კონსტანტინე ჯანაშიამ 'ლილუ' ქუჩაში იპოვა. 'ქართველი ხარი' მას უკვე ორი წელია ზრდის და ძალიან უფრთხილდება.

კონსტანტინე ჯანაშია (სთრონგმენი)

'ტერიერი მყავს, 'ლილუ' ჰქვია. ერთი თვის  იყო, როცა მოვიყვანე. ქუჩაში ვიპოვე და შემეცოდა. ძალიან თბილი ძაღლია. მონადირე ძაღლი ხშირად აგრესიულია, მაგრამ ეს ძალიან მოსიყვარულეა. ტურნირებზე კი არა, ორი საათით ვარჯიშზე რომ მივდივარ, მაშინაც ძალიან ვენატრები. 'ლილუს' ოჯახის წევრები ძალიან უყვარს. თბილი და მოსიყვარულეა. ადრე პიტბული მყავდა, რომელიც ჩემთან რვა წელი ცხოვრობდა.'

კონსტანტინე ჯანაშია და ლილუ

კონსტანტინე ჯანაშია და ლილუ

კონსტანტინე ჯანაშია და ლილუ

კომენტარები

ბოლო ამბები