Thumbnail
  • ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწვრთნელ-ფეხბურთელები France Football-ისგან
  • ფეხბურთელთა სამეული ძნელი გამოსაცნობი არაა: მესი, რონალდო და ნეიმარი
  • მსოფლიო ფეხბურთში მწვრთნელებიდან ყველაზე ბევრს დიეგო სიმეონეს უხდიან 

ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის კვლევის თანახმად, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი კვლავაც მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელებად რჩებიან.

კვლევაში გათვალისწინებული იყო როგორც ფეხბურთელების სახელფასო შემოსავლები გასულ წელს, ისე საიმიჯო უფლებიდან მიღებული თანხები. შედეგად, გამოცემა ბარსელონას ვარსკვლავის, ლიონელ მესის მთლიან წლიურ პირობით შემოსავალს 131 მილიონ ევროდ აფასებს. 

არგენტინელი პირველია, მეორე კი ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა, რომლის ანალოგიური მაჩვენებელი 118 მილიონ ევროა.

ლეომ კრიშტიანოს მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობითაც აჯობა

რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს, რომელიც საფრანგეთში ბარსელონიდან 2017 წელს, რეკორდული სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ გადავიდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მესამე ადგილზეა - 95 მილიონი ევროთი. 

ნეიმარი არცთუ მცირედით უსწრებს მადრიდის რეალის უელსელ გარემარბს, გარეთ ბეილს (38,7 მლნ ევრო), რომელიც ამ სიაში მეოთხეა. 

France Football-ის კვლევაში მწვრთნელებიც მოხვდნენ. მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი მადრიდის ატლეტიკოს დამრიგებელი, დიეგო სიმეონეა. არგენტინელის მთლიანი შემოსავალი კი 40,5 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩოლო მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწვრთნელია

სიაში დიეგოს შემდეგ ანტონიო კონტე და ხოსეპ გვარდიოლა მოდიან - მილანის ინტერის თავკაცი 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი - 27 მლნ ევროს.

კომენტარები

ბოლო ამბები