Thumbnail
  • არგენტინელ იუთუბერმა ლუკას ტორეირასთან ინტერვიუ ჩაწერა
  • ურუგვაელმა საყვარელი გუნდი, საყვარელი ფეხბურთელი და საოცნებო სტადიონი დაასახელა

რგენტინელი იუთუბერი, ეზეკილი თვითიზოლაციაში მყოფ ლუკას ტორეირას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ის ბოკა ხუნიორსის ქომაგია.

''ბოკას ვქომაგობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კარლოს ტევესია. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ ვთამაშობდი ბოკა ხუნიორსში. ''ბომბონერაზე'' თამაში ჩემი ოცნებაა.'' - განაცხადა ტორეირამ.

ლუკასი ამბობს, რომ მისი თანამემამულე ნაიტან ნანდესივით სურს, რომ ბოკას მაისური მოირგოს და ამ კლუბისთვის ითამაშოს.

კომენტარები

ბოლო ამბები