Thumbnail

8 Points, 9 Seconds-მა ინდიანა პეისერსის ახალწვეულ გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა. ჯოშ უილსონი წერს, რომ პეისერსს ძალიან გაუმართლდა, რომ დრაფტზე კლუბის ხელმძღვანელობამ გოგა ბითაძე აიყვანა:

" NBA-ს სეზონი გაჩერებულია და მისი მომავალი ბუდნოვანია, დრაფტს ინდიანასთვის და სხვა კლუბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რა ბედი ელის დარჩენილ სეზონს, შესაძლოა, ის საერთოდ გაუქმდეს, რასაც ლოგიკური ჯაჭვით მოყვება გადაწყვეტილებები 2020/21 წლების სეზონზე და NBA-ს დრაფტზე.

დრაფტი ძალზე მნიშვნელოვანია, კლუბების სკაუტები თვეების განმავლობაში აკვირდებიან ტალანტებს, მიდის პერსონალური მუშაობა, სკაუტები და მენეჯერები დიდ დროს ანდომებენ, ქალაქებში და ქვეყნებში დადიან, სავარაუდო მოთამაშეების სანახავად.

ESPN-ის ჯონათან ჯივონიმ სწორად შენიშნა, რომ ეს პროცესი მთლიანად მოშლილია - ტურნირები გაუქმებულია, ქვეყნებს შორის ფრენები არ არის, ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიის ბრალია.

ამ დროს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ შორის მომავალი დრაფტიც, რომელიც პაზლის ბოლო ელემენტი შეიძლება იყოს.

დიდი ალბათობით, წლევანდელი დრაფტი ძალიან დაემსგავსება ბრმა არჩევანს. ცნობილი ტალანტებიც კი ნაკლებად შესწავლილები არიან - ლამელო ბოლმა მხოლოდ 12 თამაში ითამაშა ამ სეზონში, ჯეიმს ვაისმენმა - 3. 

თუკი ჩვეულებრივ დრაფტს დარტსის ისრების თვალახვეულ სროლას ადრიან, 2020 წლის დრაფტი იქნება დარტსის თვალახვეული სროლა მას მერე, რაც 10-ჯერ დატრიალდებით

ამას დავუმატოთ, რომ წლეულს ნაკლები შანსი იქნება, ტალანტები კლუბებმა მიიწვიონ ვორქაუთებზე. თუკი ჩვეულებრივ დრაფტს დარტსის თვალახვეულ სროლას ადრიან, 2020 წლის დრაფტი იქნება დარტსის თვალახვეული სროლა მას მერე, რაც 10-ჯერ დატრიალდებით".

რას ნიშნავს ეს ყველაფერი პეისერსისთვის?

გოგა ბითაძე ლაური მარკანენის წინააღმდეგ

"იმას, რომ შარშან არჩეული გოგა ბითაძე დივიდენტების მოტანას დაიწყებს. თუ სტატისტიკას შეხედავთ, იტყვით, რომ ბითაძეს არ ჰქონდა კარგი სადებიუტო სეზონი - 3.1 ქულა და 2.0 მოხსნა საშუალოდ თამაშში. მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ გოგას ნაკლები შანსი ჰქონდა, ფარქვეშ პეისერსს ორი ვარსკვლავი ჰყავს.

ქართველი ახალბედა საშუალოდ მხოლოდ 8.4 წუთს თამაშობდა. იმ დროს, როცა გოგას მეტი შანსი ეძლეოდა, ის აუცილებლად იყენებდა. 

როცა გოგა საშუალოდ 20-29 წუთს თამაშობდა - მისი სტატისტიკა ასეთია 11.5 ქულა და 6.5 მოხსნა. 

სეზონი შესაძლოა, ცუდი იყო ბითაძისთვის, მაგრამ ახლა პეისერსი მშვიდად იქნება, "ბრმა" დრაფტზე გონების დაძაბვა საჭირო არ არის, გუნდს ჰყავს რეზერვში ბითაძე.

პეისერსში უკვე კარგად იციან, როგორი მოთამაშეა ბითაძე და როგორ სწავლობს, მათ ყველაფერი იციან გოგაზე. ასეთ ინფორმაციას პოტენციურ ტალანტზე წლეულს უბრალოდ ვერ მოიპოვებ. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პეისერსის პირველი წრის არჩევანი მილუოკის ეკუთვნის, ბროგდონის ტრეიდის გამო. ამიტომაც, ინდიანას რაც ესაჭიროება, უბრალოდ, გოგას ტალანტის განვითარებაა. 

პეისერსს კარგი დრაფტი ჰქონდა, როცა ბითაძე აირჩია, ეს გუნდს სხვებთან შედარებით უპირატეს პოზიციაში ჩააყენებს. მისი აქციები ამ ვითარებაში მხოლოდ გაიზრდება". 

კომენტარები

ბოლო ამბები