Thumbnail
  • მადრიდის რეალი უელსელს ზაფხულში გაუშვებს
  • გარეთ ბეილის ამჟამინდელი ფასი 40 მილიონი ევროა

მადრიდის რეალის თავდამსხმელი გარეთ ბეილი, შესაძლოა, ლონდონურ ტოტენჰემში დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 30 წლის უელსელი ვარსკვლავი “დეზების” რიგებში იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუკი, გუნდს ჰარი კეინი დატოვებს.

ამ უკანასკნელის გადაბირება სწორედ რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ. ამასთან, რეალში ნათქვამი აქვთ, რომ ზაფხულში ბეილის გაშვების წინააღმდეგნი არ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი ტოტენჰემის ღირსებას 2007-13 წლებში იცავდა, რის შემდეგაც 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რეალში გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ბეილს ლა ლიგაში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

ცნობილ სააგენტოს Transfermarkt გარეთის ამჟამინდელ ღირებულებად 40 მილიონი ევრო აქვს მითითებული.

კომენტარები

ბოლო ამბები