Thumbnail

'როდესაც ხტუნავს, სუფთა მამამისია' - ახლო მეგობარი კლოპის ბავშვობას იხსენებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იენს ჰაასი კლოპის ბავშვობის მეგობარია
  • გერმანელი იხსენებს შვარცვალდში გატარებულ წლებს....

იენს ჰაასი, იურგენ კლოპის ბავშვობის მეგობარი და კლასელია, რომელიც გერმანელი მწვრთნელის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ გვიამბობს.

ორივე 11 წლის იყო, როდესაც ადგილობრივი სოფლის - გლატენის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყეს თამაში და როდესაც საყვარელი გუნდის - შტუტგარტის თამაშს რადიოში უსმენდნენ.

კლოპმა მატჩის მიმდინარეობას შტუტგარტის მწვრთნელს ცვლილებების დაგვიანება დაუწუნა, რაც რამდენიმე წუთში რადიო კომენტატორმაც გაიმეორა.

"ბავშვობაშივე მაოცებდა მისი ყურადღება საფეხბურთო დეტალებისადმი..." - იხსენებს ჰაასი. "ალბათ მაშინ უკვე შემდგარი მწვრთნელი იყო."

კლოპი გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შვაბინგშია აღზრდილი, ჩიტებიანი საათების, ტრადიციული კოსტუმების და გემრიელი ჭამის მხარეში, სწორედ აქედან მოსდევს მას ლაღი ხასიათი, რომელიც ინდუსტრიის ჩარჩოებში არ ექცევა.

"ჩვენ მხარეში ხალხი ჩუმი და წყნარია, ფულისადმი ფრთხილი. ბევრი მუშაობა გვიყვარს და ხალხს იმით ვაფასებთ, თუ ვინ რას აკეთებს ცხოვრებაში ან გაუკეთებია."

"შვაბებს ცოტა დრო სჭირდებათ ურთიერთობაში, მაგრამ თუ დაგიმეგობრდათ, ცხოვრების ბოლომდე ერთგული მეგობარი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ მანდ გავიზარდე, კარგი ადგილია იმისთვის, რომ შენ ინტერესებზე ფოკუსირდე და აკეთო ის რაც გინდა." - ამბობს კლოპის მეგობარი.

"მამამისი, ნორბერტი იყო ის კაცი, ვინც იურგენს ფეხბურთი შეაყვარა - დიდი მოგზაური იყო, საზღვაოსნო საქმით დაკავებული, თან ყოფილი მოყვარული მეკარე. ასევე ორი უფროსი და ჰყავს და მათ ხელშია გაზრდილი."

"მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მამა ნორბერტ კლოპი გლატენიდან არ ყოფილა, მაინცთან ახლოს დაბადებული და გაზრდილია, კარნავლების მხარეში, ჩვენ შვარცვალდში კარნავალი რა არის არ ვიცით."

"სწორედ მამას გავს იურგენი, აქტიური, ენთუზიაზმით სავსე, მხიარული და შრომისმოყვარე. დედამისი გლატენის მკვიდრი გახლდათ, შვარცვალდელი ხალხი როგორც გითხარით უფრო ჩუმია, ყველა საქმით არის დაკავებული."

"როდესაც იურგენი ხტუნაობს მოედანზე, მასში ნორბერტს ვხედავ, მაგრამ როცა სახლის კარს მიხურავს და მისაღებში წამოწვება აი მაშინ სუფთა დედამისია."

როდესაც კლოპმა დორტმუნდით 2011 წელს ბუნდესლიგა მოიგო, გლატენში სოფლის ყველაზე ცნობილ შვილს დიდი დახვედრა მოუწყვეს - კლოპი სცენაზე სიტყვით გამოვიდა, სოფლის მოსახლეობა კი მის სახელს სკანდირებდა.

"საოცარი დღე იყო, დორტმუნდის ბორუსიას ჩემპიონი მწვრთნელი, ისევ ჩემ კლასელად გადაიქცა. ლოკალურ დიალექტზე ალაპარაკდა და ყველას ამბავი გამოკითხა. ის აქაურია და არასოდეს ივიწყებს ამას."

კლოპი მაინცში როგორც ფორვარდი ისე მივიდა, სწრაფი იყო, თავით კარგად თამაშობდა, თუმცა ტექნიკურად უჭირდა. ფანები მის გამოსვლაზე სტვენას იწყებდნენ, მაგრამ მალე ვოლფგანგ ფრანკმა მისი კარიერა გადაარჩინა და პოზიცია შეუცვალა - ცენტრალური მცველი გახდა.

კლოპის პერსონა გერმანიაში ფართო მასებმა პირველად 2006 წელს გაიცნეს, როდესაც მიმდინარე მუნდიალზე სატელევიზიო ექსპერტი გახლდათ, გერმანიაში ეს რაღაც ახალი იყო - ასე კარგად იცოდე ფეხბურთი, თან ამას ასეთი შარმით გადმოსცემდე, როგორიც კლოპს აქვს.

"რთულია მასთან წლები იმუშაო და მერე თქვა, რომ არ გენატრება... მაგრამ როდესაც ხედავ თუ როგორც იმედს აძლევს არამარტო კლუბს - ლივერპულს, არამედ მთელ ქალაქს, სამშობლოდან ასე შორს, ამის ყურებაც სიამოვნებაა."

კომენტარები

ბოლო ამბები