Thumbnail

‘გაუმარჯოს კატალონიას, გაუმარჯოს მესის’ – პრეზიდენტი ბარსელონას ფორმაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლას მადურო მთავრობის სხდომაზე მოულოდნელ სამოსში გამოცხადდა
  • ვენესუელის პრეზიდენტი არ მალავს, რომ კატალონიელთა ქომაგია

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო საზოგადოების წინაშე წარსდგა და ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის საფრთხეზე ესაუბრა.

თითქოსდა, ამ ცნობას სპორტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რომ არა ერთი ფაქტი.

საქმე ის გახლავთ, რომ მადური მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ბარსელონას სპორტულ ფორმაში გამოცხადდა.

ვენესუელის პრეზიდენტი თავისი ექსცენტრული ქცევით გამორჩეულია და არაფორმალურ სამოსშიც ხშირად გამოჩენილა, თუმცა, ტანსაცმლის ფერები მუდმივად ქვეყნის დროშასთან იყო ხოლმე შეხამებული, ამჯერად კი, მან ტრადიცია დაარღვია.

სხვათა შორის, სოციალურ ქსელში დღემდე პოპულარულია ვიდეო, სადაც მადური სამთავრობო სხდომაზე ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს და იძახის ფრაზას: “გაუმარჯოს კატალონიას, გაუმარჯოს მესის”.

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის, ვენესუელაში კორონავირუსით 77 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვალების შემთხვევა კი, დაფიქსირებული არ გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები