Thumbnail

კორონავირუსი | ლა ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციისა (RFEF) და ლა ლიგის საერთო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესიული ფეხბურთის ყველა შიდა ტურნირი გაურკვეველი ვადით გადაიდო, სანამ ესპანეთის მთავრობა არ გადაწყვეტს, რომ ტურნირების განახლება ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეწყვეტილია ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო. მაშინ ითქვა, რომ ტურნირი ორ კვირაში განახლდებოდა. 27 ტურის შემდეგ ბარსელონა 58 ქულით ლიდერობს, რეალს 56 ქულა აქვს, მესამეზე სევილიაა 47 ქულით. 

კორონავირუსის ეპიდემიამ ესპანეთში 33 ათას ადამიანზე მეტი დააინფიცირა, ორი ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, რას მსოფლიოში მესამე შედეგია იტალიისა და ჩინეთის შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები