Thumbnail

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებულია. ჩემპიონატში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ლივერპულია, რომელსაც 82 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის მთელი 25 ქულით უსწრებს,

ინგლისის პრემიერლიგაში რამდენიმე სცენარს განიხილავენ, დერბი ქაუნთის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კი პაუზასთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2019/20 წლების სეზონის ჩამთავრება მაინც შესაძლებელი გახდება.

"პრემიერლიგას ლივერპული იგებს. არიან ევერტონის ფანები, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან: "სეზონი უნდა გაუქმდეს". რა თქმა უნდა, როგორც ევერტონის აღზრდილს და ფეხბურთელს, რომელმაც 13 წელიწადი მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, ერთი მხრივ მსურს, რომ ლივერპული პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩეს, მაგრამ არა - ისინი ფანტასტიკურები იყვნენ და დიდი საქმე შეასრულეს. წარმოიდგინიათ, რომ 30 წელიწადი ელოდოთ ტიტულს და შემდეგ ის ვიღაცამ ამ ფორმით წაგართვათ? სამართლიანი ამ სეზონის ჩამთავრება იქნება. 

იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა

არ გამიკვირდება, თუკი სეზონის დასრულება 2020 წლის ბოლომდე გაჭიანურდება. ფეხბურთი, როგორც ნებისმიერი სხვა ინდურსტრია, უნდა ემორჩილებოდეს რეკომენდაციებს და იცავდეს უსაფრთხოების ნორმებს. არ ვეთანხმები ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშის ვარიანტს. ადამიანების შეჯგუფება ხომ მაინც მოხდება? თამაშზე უნდა იყოს სასწრაფო დახმარების ავტომობილები, ექიმები, მედპერსონალი. მათ გარეშე არ გამოვა. ადგილზე უნდა იყოს პოლიციაც. რატომ მოვაცდინოთ ეს ხალხი საფეხბურთო მატჩზე, როდესაც ამჟამინდელი კრიზისის დროს სხვაგან უფრო საჭირონი არიან?", - ამბობს 34 წლის ინგლისელი ფეხბურთელი.

კომენტარები

ბოლო ამბები