Thumbnail

EA FIFA 20 | ჰაკიმ ზიეხის გუნდის დამარცხება ყველას გაუჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაკიმ ზიეხი თვითიზოლაციაში EA FIFA 20-ის თამაშით ერთობა
  • მაროკოელ ფეხბურთელს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

აიაქსის მაროკოელი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეხი, რომელიც კარიერას 2020-2021 წლების სეზონიდან ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს, თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს EA FIFA 20-ის თამაშით ირთობს.

მან სოციალურ ქსელში თავისი გუნდის ფოტო გაავრცელა. ზიეხმა თამაშის დაწყებისას ლივერპული აირჩია, შემდეგ კლუბს სახელი გადაარქვა და ახლა კატანიას სახელით თამაშობს.

ჰაკიმმა გუნდში საყვარელ ფეხბურთელებს მოუყარა თავი. მაროკოელი გუნდის მთავარი თავდამსხმელია და 4-5-1 სქემით თამაშობს.

ჰაკიმ ზიეხის კატანია (4-5-1): ედვინ ვან დერ საარი (91), რენან ლოდი (87), ნელსონ სემედუ (87), ფერნადო იერო (91), ვირჯილ ვან დაიკი (90), რუუდ გულიტი (90), რონალდო (94), ლიონელ მესი (94), ნეიმარი (92), ჰაკიმ ზიეხი (99).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კომენტარები

ბოლო ამბები