Thumbnail

ბორჯღალოსნებმა რუსეთი სიმღერით დატოვეს! ემოციური კადრები სოციალურ ქსელში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნებმა კრასნოდარის აეროპორტი სიმღერით დატოვეს
  • ქართველი მორაგბეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
  • ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპას მეოთხე ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ და რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 18 მარტს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

4 ლელო სეტყვაში | ბორჯღალოსნებმა რუსები მხოლოდ პირველ ტაიმში გაახარეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ მღერიან ბორჯღალოსნები აეროპორტში, რუსეთთან გამარჯვების შემდეგ.

გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიიიჯეროოოთ.... ლაღები მაგრამ მოედანზე დაუნდობლები. ჩვენი საამაყო რაგბისტები. #რაგბიჩვენითამაშია #BDO #proudauditorofgeorgianrugby #BDOLEGAL #სადაცდაგიჭერთიქმოგიგებთ

Posted by Davit Gelashvili on შაბათი, 10 მარტი, 2018

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში რაგბი ევროპას გამარჯვებული ხდება და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს იბრუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები