Thumbnail

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა ლეონ გორეტცკამ და იოზუა კიმიხმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლთა დასახმარებლად ფულის შეგროვება პარასკევს დაიწყეს. მათ თავიანთ აქციას We Kick Corona უწოდეს, შექმნეს ვებ-გვერდი და სოციალური ქსელების გვერდები. კიმიხისა და გორეტცკას წამოწყებას ბევრი ფეხბურთელი გამოეხმაურა - 30 საათის შემდეგ მათ უკვე 2,7 მილიონი ევრო ჰქონდათ შეგროვებული.

თანხები უკვე გადარიცხეს მატს ჰუმელსმა, ბენედიქტ ჰიოვედესმა, კლაას-იან ჰუნტელაარმა, იულიან დრაქსლერმა, ლეროი სანემ, იულიან ბრანდტმა და სხვებმა. თვითონ გორეტცკამ და კიმიხმა ერთი მილიონი ევრომ გამოყვეს. აქცია გრძელდება და მათ მიერ შეგროვებული თანხა სოციალური და სამედიცინო დაწესებულებების მოწყობას, კორონავირუსით დაავადებულთა დახმარებას მოხმარდება.

“კორონავირუსს მხოლოდ ერთიანი გუნდი დაამარცხებს” - ამბობს გორეტცკა.

“ნებისმიერს შეუძლია დახმარება, თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს,” - ეს კიმიხის სიტყვებია.

დამატებით ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე www.WeKickCorona.com.

კომენტარები

ბოლო ამბები