Thumbnail

რობერტო მანჩინი: სწორედ ამის გამოძახილია სიმღერები აივნებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

იტალია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვდება. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

“ერთი წუთითაც არ მიფიქრია იტალიის დატოვება, რადგან აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და ბოლომდე ვენდობი ჩვენს ექიმებს, რომლებიც გმირულად აკეთებენ თავიანთ საქმეს. მინდა, ახლოს ვიყო მათთან, ვისაც შეიძლება ჩემი დახმარება დაჭირდეს. ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამ დღეებში, იტალიელებმა ვაჩვენეთ ჩვენი ნამდვილი სახე. რადგან გაჭირვების მიუხედავად, ბოლომდე ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. სწორედ ამის გამოძახილია სიმღერები და ერთმანეთის გამხნევება აივნებიდან. ერთად დავძლევთ ამ კრიზისს”. - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

იტალიაში კორონავირუსის 53 578 შემთხვევაა დაფიქსირებული და უკვე 4 825 ადამიანი გარდაიცვალა - უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთში (3 261).

კომენტარები

ბოლო ამბები