Thumbnail

რაგბის კლუბი წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს შეუერთდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მათ მოხალისეთა რიგებს რაგბის კლუბი იუნკერები შეუერთდა. მათ გაიარეს ტრეინინგი პირადი უსაფრთხოების ნორმების შესახებ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

ტრეინინგის მიზანია, თბილისის მერიასთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი, უფასო სასადილოებით მოსარგებლე, ასევე სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის, სურსათის, ჰიგიენური საშუალებებისა და მედიკამენტების ბინაზე მიტანა.

გარდა ამისა, იუნკერები საბავშვო ბაღებსაც დაეხმარებიან საკვები ამანათების განაწილებასა და ბენეფიციარებისთვის მიწოდებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები