Thumbnail

იოკოძუნების ფინალი - ჰაკუჰომ იმპერატორის თასი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარუ ბაშო 'თეთრი ფენიქსის'  გამარჯვებით დასრულდა
  • მონღოლმა ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 44-ედ დაისაკუთრა

ჰარუ ბაშო იოკოძუნების ფინალით დასრულდა. საგაზაფხულო სუპერტურნირის ბოლო დღეს ჰაკუჰო კაკურიუს დაუპირისპირდა და "იმპერატორის თასი" კარიერაში 44-ედ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ "თეთრმა ფენიქსმა" მეტოქეს იორიკირით სძლია და ბაშო 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, მარტის ტურნირმა უმაყურებლოდ ჩაიარა.

იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ ბანძუკეს 27 აპრილს გამოაქვეყნებს, მომდევნო ბაშო კი 10-24 მაისს ტოკიოში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები