Thumbnail

ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლაც წააგო და უარყოფითი ბალანსის გამო დაქვეითდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარუ ბაშოზე მე-15 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი ბოლო საჭიდაო დღეს კოტონოვაკასთან დამარცხდა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მე-9 ბრძოლა წააგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკას შეხვდა და უვატეჰინერის ილეთით დამარცხდა. ბრძოლა ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ტოჩინოშინის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა მეტოქემ ბოლო მომენტში გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინს ჰარუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 6 მოგება და 9 მარცხი, რის გამო ის რეიტინგში აუცილებლად დაქვეითდება.

ტოჩინოშინის მე-9 მარცხი ჰარუ ბაშოზე

ტოჩინოშინის მე-9 მარცხი ჰარუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოტონოვაკასთან წააგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 22 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები