Thumbnail

რონალდინიო პარაგვაელ პატიმრებს საფეხბურთო ტრიუკებს ასწავლის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რონალდინიომ პარაგვაელ პატიმრებს თავი ძალიან შეაყვარა
  • ბრაზილიელი ლეგენდა მათ ფეხბურთის ლამაზად თამაშს ასწავლის

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო პარაგვაის ციხეში სასჯელს ფეხბურთის თამაშით იმსუბუქებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის გამო დააკავეს და 6-თვით დააპატიმრეს.

რონალდინიომ ფეხბურთის თამაში ციხეშიც გააგრძელა და ციხის ტურნირიც მოიგო, რის სანაცვლოდაც მის გუნდს 16-კილოგრამიანი გოჭი გადაეცა.

 გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიოს პარაგვაელ პატიმრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი ბრაზილიელს აფასებენ. უამრავი მათგანისთვის ის საყვარელი მოთამაშეა და ბედნიერნი არიან, რომ მასთან შეხვედრა მოუწიათ.

''ის ყოველდღე თამაშობს ფეხბურთს. პირველივე მომენტიდან სცადა პატიმრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. მათ საფეხბურთო ტრიუკებს ასწავლის. ის მათთვის ლეგენდაა. მათ უხარიათ, რომ რონალდინიოს ავტოგრაფები აქვთ'' - წერს ESPN.

რონალდინიოს ციხეში რივერ პლეიტის ყოფილი ფეხბურთელი ნელსონ კუევასი ეწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ რონალდინიო მომხდარის გამო წუხს, თუმცა იმედი აქვს, რომ ციხეს მალე დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები