Thumbnail

კორონავირუსი | ფორმულა 1-ის ეტაპები ვირტუალურად გაიმართება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის პანდემიამ ფორმულა 1-იც დააზარალა. ახალი სეზონი ავსტრალიის გრან პრით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კალენდრით მარტსა და აპრლილში გათვალისწინებული ყველა რბოლა (ასევე: ბაჰრეინის, ვიეტნამისა და ჩინეთის) გადაიდო. გადადებულია ნიდერლანდების (3 მაისი), ესპანეთის (10 მაისის) და მონაკოს (24 მაისის) რბოლებიც და უკეთეს შემთხვევაში, სეზონი სტარტს 7 ივნისს, აზერბაიჯანის გრან პრით აიღებს.

ფორმულა 1-მა ამ იძულებითი პაუზის შევსება "ვირტუალური გრან პრით" (Virtual Grand Prix) გადაწყვიტა  ეს კიბერსპორტის სარბოლო სერიაა, რომელიც რბოლის მოყვარულ ფანებს გაართობს. 

ვირტუალურ რბოლებში მონაწილეობას ფორმულა 1-ის მოქმედი მრბოლელები და სხვა ცნობილი სახეები მიიღებენ. შეჯიბრების ტრანსლირება კი ფორმულა 1-ის ოფიციალურ არხებზე განხორციელდება. 

ვირტუალური ფორმულა 1-ის პირველი ეტაპი 22 მარტს, ბაჰრეინში გაიმართება. რბოლის ხანგრძლივობა “ცოცხალი” რბოლის დროის ზუსტად ნახევარი იქნება და 28 წრეს შეადგენს.  

რეგლამენტი უკვე შედგენილია, პირველი ეტაპის გამართვა თუმცა რბოლის მონაწილეთა სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გრან პრის ვირტუალური სერია მხოლოდ გასართობი ხასიათისაა და მასში რეალური ქულები გათვალისწინებული არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები