Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის სახელწოდება, რომელიც ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაავადეს, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც ირკვევა უეფამ იჩქარა და 20 მარტს, თავის ტვიტერზე გამოაცხადა, რომ ტურნირი 2021 წელსაც ევრო 2020-ის სახელწოდებით ჩატარდებოდა. ამის გამო ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.
 
"ბოდიშს ვიხდით მანამდე დაშვებული შედომის გამო. განვმარტავთ, რომ ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გადავადებულ ევროსთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წელს გაიმართება", - ნათქვვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფამ 17 მარტს ევროპის ჩემპიონატის გადადება გადაწყვიტა. ტურნირი, რომელიც ამ წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, უეფას წევრი 12 ქვეყნის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები