Thumbnail
  • ბრაზილიელმა ბარსელონაში დაბრუნების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა
  • კატალონიური კლუბი ფეხბურთელის დაბრუნებას ამ ზაფხულს შეეცდება

პარი სენ-ჟერმენმა 2017 წელს ბარსელონადან ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა.

ნეიმარმა ბარსელონა 2017 წელს დატოვა

მას შემდეგ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება და ბარსელონაში დაბრუნება სურს. ბრაზილიელი კატალონიაში დაბრუნებასთან ყველაზე ახლოს 2019 წლის ზაფხულში იყო, თუმცა მაშინ ბარსელონას ფული არ ეყო და 28 წლის ფეხბურთელმა კარიერა ისევ ლიგა 1-ში გააგრძელა.
      
Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარმა ფრანგულ გუნდს ახალ კონტრაქტზე უარი განუცხადა და ბარსელონაში დაბრუნების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. კატალონიური გრანდი ტრანსფერის განხორციელებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, ბარსელონა ტრანსფერში კოუტინიოს და დემბელეს ჩართვას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პარიზული გუნდი უარს იტყვის აღნიშნული ფეხბურთელების დამატებაზე, მაშინ კატალონიური გუნდი მოთამაშეებს ტრანსფერზე დააყენებს და მათგან შემოსულ ფულს ნეიმარის ტრანსფერში გამოიყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები