Thumbnail

ტოჩინოშინის მე-6 მოგება - გორგაძემ იუტაკაიამას აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარუ ბაშოზე მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა იუტაკაიამასთან კატასუკაშით მოიგო

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მე-6 ბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-3 მაეგაშირა იუტაკაიამას შეხვდა და კატასუკაშის ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 6 მოგება და 8 მარცხი. მისი მეტოქე ბაშოს ბოლო საჭიდაო დღეს უცნობია. აღსანიშნავია, რომ იუტაკაიამა გამარჯვების შემთხვევაში დადებით ბალანსს იფორმებდა.

ტოჩინოშინმა იუტაკაიამასთან კატასუკაშით მოიგო - ლევანის მე-6 მოგება ჰაცუ ბაშოზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 21 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები