Thumbnail

1980-81 წლების ცნობილი სეზონის შემდეგ, თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ევროთასებზე სულ სამჯერ ითამაშა, მათ შორის ბოლოს 1987 წლის სექტემბერში ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ.

1982 წელს ნაპოლისთან მარცხის შემდეგ, თბილისში ევროპული ფეხბურთი 5 წელი აღარ გამოჩენილა. დინამო ევროთასებს 1987 წლის სექტემბერში - სოფიას ლოკომოტივთან მატჩით დაუბრუნდა.

უკვე ახალი გუნდით და ახალი თაობით - გერმან ზონინის ლურჯმა ბრაზილიამ, 1987-88 წლების უეფას თასის კამპანია, ლოკომოტივთან და ბუქარესტის ვიქტორიასთან გამარჯვებების შემდეგ, მესამე რაუნდში, კარლ-ჰაინც რიდლეს და ოტო რეჰაგელის ბრემენის ვერდერთან მარცხით დაასრულა.

გასვლაზე ბრემენში 2:1 დავმარცხდით. დინამოზე კი გერმანელებს ფრედ - 1:1 ვეთამაშეთ, სადაც თენგიზ სულაქველიძემ ეს შესანიშნავი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები