Thumbnail

2021 წლის ტურნირს ევრო-2020 ერქმევა – უეფას უცნაური გადაწყვეტილება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის გადადების მიუხედავად, ტურნირისთვის სახელწოდების შეცვლას არ აპირებს, რაც უცნაურად მოსჩანს.

უეფას პრესსამსახურის ცნობით, ევროპირველობას, რომელიც 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება, მაინც ევრო 2020-ის სახელი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გადადების გადაწყვეტილება მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო იქნა მიღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები